"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" (GITA), "Do IT with the EU" - ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აცხადებს ინტერესთა გამოხატვას "1000 IT სპეციალისტის სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად IT ტრენინგ პროვაიდერის (ფირმის) შერჩევას.

სააგენტო აგრძელებს ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას. საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, როგორიც არის: პროგრამირება, მონაცემთა მეცნიერება, პროექტების მართვა, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ქსელები, და სხვა. ჯამში 32 მიმართულება.


პროექტის საბოლოო მიზანია მონაწილეთა აღჭურვა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა.


შედეგად, გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობა გადამზადებული მონაწილეებისთვის, რომლებიც სერტიფიცირებულნი იქნებიან საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა Microsoft, Google, Oracle, Certiport და ა.შ.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ Contract Notice-ის ინგლისური ვერსია.


ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა: 2024 წლის 3 აპრილი. 18:00 ადგილობრივი დროით.