ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი 2016 წელს გაიხსნა.
+995 599 21 08 84
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი 2016 წელს გაიხსნა, რომელიც საშუალებას აძლევს რეგიონის ახალგაზრდებს სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. ზუგდიდის ტექნოპარკი იძლევა შესაძლებლობას ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ბიზნესმა აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონიმიკის მშენებლობას.
ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილია საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერების ლაბორატორია, მცირე სატრენინგო სივრცეები, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, როგორებიცაა:
● ლაზერული გრავირების აპარატი
● პროგრამირებადი ჩარხი
● პროგრამირებადი საკერავი მანქანა
● ვაკუუმფორმირების დანადგარი
● სასერი პლოტერი
● 3D პრინტერი
● UV პრინტერი
● 3D სკანერი
ზუგდიდის ტექნოპარკში აქტიურად ტარდება 3დ მოდელირების, პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების ტრენინგები, სადაც მონაწილეები ახდენენ ბიზნეს იდეების გენერირებას და წერენ ბიზნეს გეგმებს, ასევე ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და პროგრამები, როგორიც არის პრე აქსელერატორი, სადაც მონაწილეებს ექმნებათ შესაძლებლობა ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად.