საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ პროექტზე - ღვინის ინკუბატორი რეგისტრაცია დაიწყო! გახდი პირველი ინკუბატორის მონაწილე ღვინის სამშობლოში და იმუშავე ინდუსტრიის რეალურ გამოწვევებზე.
პროგრამა იდეიდან რეალურ პროდუქტამდე მისასვლელ გზას გთავაზობს: მასტერკლასები, 48-საათიანი ჰაკათონი, მენტორობა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან და საუკეთესო გადაწყვეტილებების რეალურ გარემოში გამოცდა პარტნიორ კომპანიებთან.
მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს ღვინის ინდუსტრიიდან, ასევე ტექნოლოგიების, ინჟინერიის, დიზაინისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
ინკუბატორი ოთხი ეტაპისგან შედგება:
1. WINEOVATION ინოვაციური მზაობის შეფასება და პროცესების mapping
ღვინის ინდუსტრიაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელიც ხორციელდება მეღვინეებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
* აღნიშნული კვლევა წინასწარ მომზადებულია და მონაწილეებს დასრულებული სახით მიეწოდებათ.
2. WINEING ონლაინ ტრენინგი
შერჩეული მონაწილეები გაივლიან სამდღიან ონლაინ სასწავლო პროგრამას, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.
3. WINEOTHON ჰაკათონი
48-საათიანი ინტენსიური ჰაკათონი გურჯაანის ტექნოპარკში, რომლის ფარგლებშიც შერჩეული გუნდები მენტორებისა და ექსპერტების მხარდაჭერით ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს MVP-ებს შექმნიან.
4. WINECUBATOR ონლაინ მენტორინგი და საველე ვალიდაცია
შერჩეული გუნდები გაივლიან ექვსკვირიან ინკუბაციის პროგრამას, რომელიც მოიცავს:
* 4 კვირა ონლაინ მენტორინგს ამ პერიოდში გუნდები მენტორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების მხარდაჭერით დახვეწენ საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოამზადებენ საპილოტე განხორციელების გეგმას პარტნიორი ღვინის კომპანიისთვის;
* 10-დღიან ადგილზე ინკუბაციას კახეთში (საველე ვალიდაცია) მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს რეალურ საწარმოო გარემოში, პარტნიორ ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობით გამოცდიან და საპილოტე პროცესიდან რეალურ მონაცემებს შეაგროვებენ.
Demo Day ფინალური ღონისძიება
პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც კახეთში გაიმართება, გუნდები საკუთარ საპრეზენტაციო მასალებს წარუდგენენ პარტნიორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და მედიას.
გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები
ასაკი: 18+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/lxCQ1F
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი