10–11 ოქტომბერს სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის ჰაკათონი გაიმართება!
36 საათის განმავლობაში მონაწილეები გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმუშავებენ, შექმნიან იდეებსა და პროტოტიპებს და მათ Pitch Deck-ის ფორმატში წარადგენენ.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ასევე შესაბამისი სფეროებით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს.
გამარჯვებულ გუნდს GITA-სგან 10 000-ლარიანი საგრანტო თანხა გადაეცემა.
ჰაკათონის მიზანია ინოვაციური იდეებისა და პროტოტიპების შექმნა, მათი შემდგომი განვითარება და კომერციალიზაციის ხელშეწყობა.
ასაკი:16+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/jvDBXj
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი