#GITA მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „როგორ შევქმნათ სტარტაპი".
#GITA მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „როგორ შევქმნათ სტარტაპი
პირველ ეტაპზე პროექტს უმასპინძლებს თელავისა და ზუგდიდის რეგიონალური ცენტრები, ხოლო უკვე შემდგომ ( მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში - კასპისა და ბათუმის ინოვაციური ცენტრი და ტექნოპარკი ) შესაბამისად მასში მონაწილეობის მიღება პირველ ეტაპზე შეუძლიათ 10,11 და 12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობა.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელების განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ.
პროექტი ხორციელდება Kings Georgia სთან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალურ ტექნო პარკებში.
პროექტის ფარგლებში შეირჩეულ იქნა 50 - მდე წარმატებული მონაწილე თითოეული რეგიონიდან.
პროექტის თაიმლაინი -
ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა + მენტორშიპი/კონსულტაცია 1 შეხვედრა (2 საათი )
განრიგი: კვირაში 2 შეხვედრა
სესიის ხანგრძლივობა: 2 საათი, ჯამში 16 საათი + 2 საათი; ჯამში 18 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 50 მოსწავლე, მოსწავლეები დაიყოფიან 10 ხუთ კაციან გუნდებად
ტექნიკური დეტალები: ონლაინ სწავლებისას გამოყენებულია პლატფორმები ; Zoom/Google Meet
პროგრამის გახსნა:
გახსნაზე ტრენერები გაეცნობიან მონაწილეებს, მინი გაცნობითი შეხვედრა/ მენტორინგი ჩატარდება
თითეულ გუნდთან
ქალაქი თარიღი პასუხისმგებელი ტრენერი
ზუგდიდი 12.09.2020 თამთა გველესიანი, ლაშა მიქიაშვილი
ბათუმი ოქტომბერი - ნოემბერი
კასპი ოქტომბერი- ნოემბერი სანდრო კანდელაკი
თელავი 08.09.2020 გიორგი ხატიაშვილი, თამთა გველესიანი
შემაჯამებელი მენტორინგ შეხვედრა და პროგრამის დახურვა
პროექტის ბოლო კვირას, გაკეთდება ე.წ მენტორინგ შეხვედრა, რომელზეც მონაწილეები წარადგენენ თავიანთი სტარტაპის პიჩებს ე.წ დემო დღის ფორმატში და მიიღებენ რეკომენდაციას ქლევერტონის გუნდისგან შემდგომი განხორციელების შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში საინტერესო იდეების მქონე სტუდენტები გადამისამართდებიან ბიზნეს აქსელერატორ სპარკის აქსელერაციის ახალ პროგრამაში, რომელიც სექტემბერში ჩაეშვება, სადაც ასევე გავუწევთ რეკომენდაციას და მენტორობას.
პროგრამის დახურვის განრიგი:
ქალაქი თარიღი პასუხისმგებელი ტრენერი
თელავი 24.10.2020 გიორგი ხატიაშვილი
ზუგდიდი 25.10.2020 თამთა გველესიანი
ტრენინგებს გაუძღვებიან არაფორმალური განათლების პლატფორმა „ქლევერტონის“
თანადამფუძნებლები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში მეწარმეობის კურსის მიმართულების ხელმძღვანელებად და აქვთ დიდი გამოცდილება მეწარმეობის სფეროში:
თამთა გველესიანი - https://www.linkedin.com/in/tamta-gvelesiani- 6b760336/
ლაშა მიქიაშვილი - https://www.linkedin.com/in/lasha-mikiashvili- 097765b1/
სანდრო კანდელაკი - https://www.linkedin.com/in/sandro-kandelaki- 11796711b/
გიორგი ხატიაშვილი - https://www.linkedin.com/in/giorgi-khatiashvili- 942513121/
2. გრაფიკული დიზაინის მოსამზადებელი კურსები ჯეოლაბთან ერთად:
გრაფიკული დიზაინის კურსი საქართველოს რეგიონებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ჯიტა) და ჯეოლაბის ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს 10 რეგიონში, რიგით მე-4 კურსი ჩატარდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კურსი დაიგეგმა და ჩატარდა მთლიანად დისტანციურად. ხოლო, სასწავლო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვე. რეგისტრაციის პერიოდში გამოიკვეთა დიდი ინტერესი აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა მსურველთა სიმრავლით. შესაბამისად, მიღება მოხდა კონკურსის წესით, სადაც მონაწილეებს დაეგზავნათ დავალება, თავისი ვიდეო ახსნით და პროგრამების საინსტალაციოებით. მიღებული დავალებების მიხედვით მოხდა ნამუშევრების გადარჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება, შესაბამისი რეგიონის მიხედვით. ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ ინდივიდუალურად გავესაუბრეთ სტუდენტებს, რომლებიც გადავანაწილეთ რეგიონებში და შევუთანხმდით საგაკვეთილო ცხრილთან დაკავშირებით. კურსის სრულფასოვანი გავლისთვის მოხდა მოსწავლეთა გადაჯგუფება მათთვის მისაღები გრაფიკით.
სულ 260 მოსწავლე ჩაერთო პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან, 200-მდე ბენეფიციარმა, კურსი სრულად გაიარა. ხოლო, 150-ზე -მეტმა მოსწავლემ გააკეთა ფინალური ნამუშევარი, რომელიც წარადგინა ონლაინ პრეზენტაციაზე და მიიღო სერტიფიკატი.
ღონისძიება გახსნა, მონაწილეების სიტყვით მიმართა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს მიზანია, ქვეყნის ფარგლებში ტექნოლოგიური დონის ამაღლება, და მეტი ახალგაზრდის ჩართვა სააგენტოს მიერ განხორციელებულ ICT პროგრამებში, შესაბამისად,
მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში კვლავ იგეგმება, ფრონტ-ენდ დეველოპმენტის დისტანციური კურსის ჩატარება საქართველოს 10 რეგიონში, ასევე განხორციელდება - კინგსი საქართველოსთან ერთობლივად დაგეგმილი პროექტის მეორე ეტაპი - ბათუმსა და კასპში, რომლის ფარგლებშიც ღირებულ ცოდნასა და გამოცდილებას ინტენსიური ონლაინ ტრენინგ კურსის ფარგლებში, მიიღებს 100 -მდე წარმატებული ბენეფიციარი, აჭარიდან და ქართლიდან.