პროგრამები

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP)

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP)

  Tbilisi

ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს.

მიზნები

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების კომპეტენციების ზრდა ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესზე, იდეის წარდგენიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში შექმნილი გამოგონებების კომერციალიზაციის პოტენციალის შემოწმება.
  • კერძო/საჯარო მომხმარებლებსა და სამეცნიერო წრეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების ხელშეწყობა.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP)

ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ხანგრძლივობა არის სამი (3) წელი და დაიწყო 2019 წლის აპრილში. პროგრამის განმახორციელებლები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის ფარგლებში მოხდება დაკავშირება კვლევით ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ შეირჩეს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები. შეფასებისთვის მიიღება მხოლოდ კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე.


მეცნიერებისა და კომერციალიზაციის გუნდის კომპეტენციების განვითარება მოხდება ტრენიგების მეშვეობით შერჩეული პროექტების კომერციალიზაციის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს ექნებათ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, სანამ მათი წარდგენა მოხდება პოტენციური მომხმარებლებისთვის/კლიენტისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.


ძირითადი აქტივობები


პროგრამა სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ითვალსწინებს შემდეგს:

  1. საპილოტე პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში ვიზიტები;
  2. მკვლევარებისგან პროექტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შეთანხმება, რათა პროგრამის გუნდმა შეარჩიოს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები;
  3. ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით იმ პროექტების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური და კომერციული მზაობის შესაბამისი დონე (TRL4+); ბიზნეს მზაობის დონის შეფასების განსაზღვრა და ტექნოლოგიების გადაცემის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
  4. შერჩეული პროექტებისთვის ისეთი აქტივობების დაფინანსება, რომ გაიზარდოს ტექნოლოგიის მზაობის დონე;
  5. ტექნოლოგიების გადაცემის სისტემის სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება წარმატებით დასრულებული ტექნოლოგიის გადაცემით (მოლაპარაკებებიდან ხელშეკრულების გაფორმების საფეხურამდე) და პროცესში ხელშეწყობით (მაგ. კვლევითი კონტრაქტი, ინტელექტუალური საკუთრების კვლევა და დაცვა, ბაზრის ანალიზი, ა.შ)
  6. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობების გასაძლიერებლად და ევროპულ ბაზარზე შესასვლელად.

კონტაქტი: tech-transfer@gita.gov.ge

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP)

Book program