პროგრამები

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს ახალი განაცხადების მიღებას 1-ელი დეკემბრიდან.

მიზნები

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს ახალი განაცხადების მიღებას.

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეფასებისთვის მიიღება ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. მიღებული პროექტების როგორც პირველად შეფასებას, აგრეთვე, დეტალურ შესწავლას განახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

დეტალური შესწავლა გულისხმობს პროექტების დეტალურ ანალიზს ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. ამავდროულად, დეტალური შესწავლის ეტაპზე, პროგრამის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი.

დეტალური შესწავლის ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები და დაიწყება მოლაპარაკების პროცესი შესაბამის პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა ან/და მეცნიერებმა).

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი - „პროექტის მოკლე აღწერა“/”Snapshot Form”, რომელიც ამავე გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს განაცხადის ფორმას როგორც ქართულ, აგრეთვე, ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ ორივე ენაზე და შევსებული სახით წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვლისა.

გთხოვთ, „პროექტის მოკლე აღწერა“/“Snapshot Form” ორივე ენაზე შევსებული სახით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tech-transfer@gita.gov.ge





პროექტის მოკლე აღწერა (Snapshot Form).xlsx

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

Book program