პროგრამები

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას.

მიზნები

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას.


„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეფასებისთვის მიიღება მხოლოდ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შეფასებისთვის მიღებული პროექტების დეტალურ შესწავლას განახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.


დეტალური შესწავლა გულისხმობს პროექტების დეტალურ შეფასებას ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. ამავდროულად დეტალური შესწავლის ეტაპზე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი.


დეტალური შესწავლის შედეგად კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად შედგება კომერციალიზაციის გეგმები და ამ გეგმების შესაბამისად, განხორციელდება შესაბამისი ტექნოლოგიის/ინოვაციის დახვეწისა და განვითარებისთვის განკუთვნილი აქტივობები; აგრეთვე, წარიმართება მოლაპარაკების პროცესი შესაბამის პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.


„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და/ან მეცნიერებმა).


„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი - „პროექტის მოკლე აღწერა“/”Snapshot Form”, რომელიც ამავე გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს განაცხადის ფორმას როგორც ქართულ, აგრეთვე, ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, შეავსოთ ორივე ენაზე და შევსებული სახით წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.


გთხოვთ, „პროექტის მოკლე აღწერა“/“Snapshot Form” ორივე ენაზე შევსებული სახით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tech-transfer@gita.gov.ge

Link : Project Snapshot Form - ENG & GEO 1.xlsx

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა

Book program