ზუგდიდის ტექნოპარკი, სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) თანამშრომლობით, იწყებს პროექტს „Tech4Tourism“
4 დღიანი პროექტის ფარგლებში მონაწილეები ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებენ და ინოვაციურ იდეებს განავითარებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა AI, ციფრული ტურისტული სერვისები, QR და AR ტექნოლოგიები, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი.
საუკეთესო იდეის განვითარებისთვის გამარჯვებულ გუნდს სამეგრელოს DMO 10 000 ლარს გადასცემს.
პროექტი განკუთვნილია სამეგრელოში ტურიზმის სფეროში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლების, მეწარმეების, ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/unBhwt