ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით მესტიაში საინჟინრო კვირეული ჩატარდება!
მონაწილეები მესტიის მუნიციპალიტეტიდან, 5 დღის განმავლობაში იმუშავებენ ამინდისა და გარემოს მონიტორინგის სისტემებზე, მეწყერისა და ზვავის ადრეული გაფრთხილების ტექნოლოგიებზე, ჭკვიანი ტურისტული მარშრუტებისა და უსაფრთხოების სისტემებზე, SOS ლოკაციისა და სამაშველო მხარდაჭერის ტექნოლოგიებზე, ციფრული რუკირების, რისკების ვიზუალიზაციისა და ენერგოეფექტური Off-grid IoT გადაწყვეტილებებზე, რაც რეალურად სვანეთისთვის გამოწვევაა. პროექტის ბოლოს ჩატარდება დემო დღე, სადაც ახალგაზრდები წარადგენენ პროტოტიპებს.
ასაკი: 14+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/rwtWHF