პროგრამები

STEAM ბანაკი მოსწავლეებისთვის

STEAM ბანაკი მოსწავლეებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით 2026 წლის ივლისის თვეში ჩატარდება STEAM ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის.

STEAM ბანაკი მოსწავლეებისთვის


ბანაკი განკუთვნილია მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, მთელი საქართველოდან.

ბანაკი ჩატარდება 3 ნაკდად, შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. 

ბანაკის 5 დღიანი ინტენსიური და საინტერესო სესიების ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და განივითარონ შესაძლებლობები შემდეგი მიმართულებით: 

  • STEAM-ის საწყისები
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ინჟინერია
  • ხელოვნება
  • გუნდური მუშაობა
  • ანტერპრენერული აზროვნება
  • პროდუქტის პროტოტიპირება და შემდგომი განვითარება
  • მათემატიკა
  • აზროვნების დიზაინი
  • Pitching-ის ტექნიკა და სიმულაციები


ბანაკის მიზანია მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესება და მათი პროფესიული გზის ამავე მიმართულებით განვითარება, რათა გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ჩართულობა STEAM მიმართულებებში. რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/GGC2Y4

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:  bootcamps@gita.gov.ge

STEAM ბანაკი მოსწავლეებისთვის

Book program