პროგრამები

სტარტაპ მეგობრული

სტარტაპ მეგობრული

  Tbilisi

პროგრამა ,,სტარტაპ მეგობრული’’ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტია, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ არის ინიცირებული. პროექტის მიზანია ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინოვატორების და სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად.

სტარტაპ მეგობრული

პროგრამა ისეთი კომპანიების მოძიებას გულისხმობს, რომელთაც შეუძლია სტარტაპებისთვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება.

კომპანიას შეუძლია გახდეს სტარტაპ მეგობრული იმ შემთხვევაში თუ:

1) აქვს სპეციალური შეთავაზება სტარტაპებისთვის 

2) აფინანსებს სტარტაპებს

3) თანამშრომლობს სტარტაპებთან საერთო პროექტების/მომსახურების შექმნის მიზნით.

საწყის ეტაპზე, სტარტაპ მეგობრულის წევრები შეიძლება გახდნენ ის სტარტაპები, რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის პროგრამებში.

პროცესის ეფექტურად წარმართვისა და კომპანიებსა და სტარტაპებს შორის შედეგიანი კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა პორტალი www.startupfriendly.gov.ge 

პორტალის მეშვეობით, სტარტაპს აქვს საშუალება ისარგებლოს სტარტაპ მეგობრულის ფარგლებში არსებული უპირატესობით და ასევე შეუძლია დააფიქსიროს თავისი საჭიროებები. მეორეს მხრივ, კომპანიებს ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ და წარადგინონ თავიანთი შეთავაზებები სტარტაპებისთვის.

სტარტაპის რეგისტრაციის პირობები:

  • სტარტაპის ვებგვერდზე დარეგისტრირება ხდება მისი დამფუძნებლის მიერ.
  • სტარტაპის პორტალზე დარეგისტრირების შემდგომ მომხმარებელი ხდება სტარტაპ მეგობრული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, რაც ნიშნავს რომ ის ხდება სტარტაპ მეგობრულის ბენეფიციარი.

უპირატესობები სტარტაპებისთვის:

  • წვდომა შეღავათიან პროდუქტებზე/სერვისებზე
  • წვდომა პოტენციურ ინვესტორზე
  • წვდომა მედია გაშუქებაზე, სააგენტოსთვის არსებული რესურსით
  • საკონფერენციო და სატრენინგო ოთახებით სარგებლობაზე ფასდაკლება
  • უფასო კონსულტაციები ფინანსური, იურიდიული, და მენეჯმენტის მიმართულებით.

კომპანიის რეგისტრაციის პირობები:

კომპანიას ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, შეუძლია განათავსოს სპეციალური შეთავაზება სტარტაპებისთვის.

კომპანიის მიერ განთავსებული შეთავაზება სტარტაპისთვის მოიცავს თანამშრომლობას 12 თვის განმავლობაში.

უპირატესობა სტარტაპ მეგობრული კომპანიებისათვის:

  • დღეს საქართველოში 200-ზე მეტი სტარტაპია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, სამომავლოდ სტარტაპები შესაძლოა გახდნენ კომპანიების კორპორატიული კლიენტები
  • კომპანიას აქვს მუდმივი კომუნიკაცია მის ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპებთან, რომლებთან ერთადაც შეუძლია საერთო პროექტების განხორციელება.
  • სტატუსი ,,სტარტაპ მეგობრული’’ დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე
  • სტარტაპ მეგობრულ კომპანიებს ექნებათ ფასდაკლება ტექნოპარკის სერვისებსა და მომსახურებებზე
  • ვებგვერდზე ბენეფიციარების და სტარტაპ მეგობრული კომპანიების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

სტარტაპ მეგობრული

Book program