სტარტაპ აკადემია არის ხელმისაწვდომი, პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საქართველოდან ახალი მონაწილეების ჩართვას სტარტაპ ეკოსისტემაში.
პროგრამა აერთიანებს ონლაინ სწავლების მოქნილ ფორმატს და რეგიონებში ჩატარებულ ფიზიკურ, გუნდურ სამუშაო შეხვედრებს, რაც მონაწილეებს აძლევს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონია შეხება სტარტაპთან — აკადემია ქმნის მათთვის პირველ შესაძლებლობას ჩაერთონ ეკოსისტემაში, იმუშაონ გუნდებში და მიიღონ მხარდაჭერა მენტორებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან.
მიზანი:
თემები, რასაც ისწავლი:
ასაკი: 16+
პერიოდი: სექტემბერი-ნოემბერი
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/kKtqql
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი