ახმეტის ტექნოპარკში ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამა Smart Algorithms იწყება!
„Smart Algorithms“ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს აცნობს ხელოვნური ინტელექტის ძირითად და გამოყენებით მიმართულებებს. პროგრამა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, მანქანურ სწავლებას, კომპიუტერულ ხედვას, ბუნებრივი ენის დამუშავებასა და ენობრივ მოდელებს. მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგებს, იმუშავებენ სხვადასხვა ტიპის მოდელების შექმნასა და დამუშავებაზე, ასევე გაეცნობიან კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების საკითხებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაცია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინოვაციური აზროვნების განვითარება. პროგრამა ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სტარტაპ იდეების შექმნას, პრობლემების კრეატიული გზით გადაჭრას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და განვითარების პროცესში.
ასაკი: 14+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/mWDF1C
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი