პროგრამები

შეხვედრა გიორგი დანელიასთან

შეხვედრა გიორგი დანელიასთან

3 ნოემბერს, 14:00 საათზე, გურჯაანის ტექნოპარკში Tech Talk-ის ფარგლებში გიორგი დანელიასთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა გიორგი დანელიასთან


გიორგი დანელია ქართველი ვიდეობლოგერი და ბიზნესმენია, GD Squad-ისა და GD Tech-ის დამფუძნებელი. ის კონტენტის შექმნის და ტექნოლოგიური მიმოხილვების მიმართულებით მუშაობს. ასევე, Copter-ის თანადამფუძნებელია, კომპანიის, რომელიც დრონებით გადაღებასა და შესაბამის ტექნოლოგიებზე სპეციალიზდება.

შეხვედრაზე საუბარი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათი განვითარების ტენდენციებსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე, ასევე მარკეტინგზე, ციფრული კონტენტის შექმნაზე და ამ პროცესში ციფრული ხელსაწყოების გამოყენებაზე.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ 15 წლიდან სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ტექნოლოგიებით, მარკეტინგითა და ციფრული კონტენტის შექმნით დაინტერესებულ პირებს.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებს პირველი 90 რეგისტრირებული მონაწილე.

ასაკი 15+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/1tDBlj

შეხვედრა გიორგი დანელიასთან

Book program