პროგრამები

საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული

საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული

გურჯაანის ტექნოპარკში საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული იწყება!

საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული


ტექნოლოგიური კვირეული, რომელიც 22-26 მაისს გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდება, განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს ინჟინერია და სურს მიიღოს შექმნის, აღმოჩენისა და პრობლემების გადაჭრის რეალური გამოცდილება.

მონაწილეები შეძლებენ აირჩიონ ერთ-ერთი მიმართულება:

  • მწვანე ინჟინერია,რომელიც მოიცავს გარემოს დაცვასა და მდგრად გადაწყვეტილებებს

  • სამოქალაქო ინჟინერია, რომელიც ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მშენებლობაზე
  • ელექტრო და მექანიკის ინჟინერია, რომელიც ეხება ტექნიკურ სისტემებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

თითოეული მიმართულებით ჩამოყალიბდება ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექციები, ვორქშოფები და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. საერთო სესიების ფარგლებში კი იმუშავებენ იდეების გენერირებაზე, ინოვაციურ მეწარმეობაზე და Pitch Deck-ის შექმნაზე.


ასაკი: 14+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: apps.mygita.ge/zs/0aC5Q7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი


საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული

Book program