8 აპრილს, 16:00 საათზე, გურჯაანის ტექნოპარკი გიწვევთ სააღდგომო ვორქშოპზე
ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისა და 18 წელს ზემოთ დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ ფაბლაბის შესაძლებლობებს და საკუთარი ჩანაფიქრი პრაქტიკაში გამოსცადონ.
ვორქშოპის ფარგლებში შეძლებ გაეცნო 3D პრინტერისა და ლაზერული მჭრელის მუშაობის პრინციპებს, შექმნა საკუთარი დიზაინი და დაამზადო სააღდგომო თემატიკაზე დაფუძნებული რეალური პროტოტიპი.
თითოეული მონაწილე ღონისძიებას დატოვებს საკუთარი შექმნილი პროდუქტით.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/iMCZj0
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი