პროგრამები

რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა 2026

რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა 2026

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამას!

რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა 2026

რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა წარმოადგენს 4 კვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც სპეციალურად რეგიონებში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შეიქმნა, ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ბიზნეს იდეების ვალიდაციაში, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებასა და საპრეზენტაციო (Pitching) უნარების დახვეწაში.

პროგრამას აქვს 5 ძირითადი მიმართულება:

  1. იდეის ვალიდაცია და ბიზნეს მოდელი: ისწავლი როგორ გადააქციო შენი ჩანაფიქრი რეალურ ბიზნესად და სწორად ჩამოაყალიბო განვითარების სტრატეგია.
  2. მომხმარებლის ძიება და კვლევა: გაიგებ ვინ არის შენი მომხმარებელი, რა სჭირდება მას და რეალურად როგორ შეამოწმო იდეის სიცოცხლისუნარიანობა ბაზარზე.
  3. პროდუქტის შექმნა AI ხელსაწყოებით: თანამედროვე AI და No-Node ინსტრუმენტების დახმარებით შეძლებ შექმნა შენი პროდუქტის პირველი მომუშავე ვერსია (MVP).
  4. ეფექტური პრეზენტაცია (Pitching): დახვეწავ საუბრისა და პრეზენტაციის უნარებს, რათა დამაჯერებლად წარდგე ინვესტორებისა და ჟიურის წინაშე.
  5. გზა დაფინანსებისკენ: მოემზადები სააგენტოს სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის 25 000 ლარიან კონკურსში გამარჯვებისთვის.

პროგრამის სამიზნე რეგიონებია:

  • სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი
  • ქვემო ქართლი, კახეთი
  • შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი
  • აჭარა, გურია, იმერეთი

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ სრული მზაობა GITA-ს საგრანტო კონკურსებში (მაგალითად 25 000 ლარიანი გრანტი) მონაწილეობისა და საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ჩართვისთვის.

ასაკი: 16+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e

რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამა 2026

Book program