ოზურგეთის ტექნოპარკში STEAM მიმართულების ტექნოლოგიური კვირეული Re:Start - Re:Vive იწყება!
Re:Start - Re:Vive არის STEAM კვირეული, სადაც წინა პროექტებსა და ჰაკათონებზე შექმნილ იდეებს მონაწილეები თავიდან შეაფასებენ, გააუმჯობესებენ და განავითარებენ.
პროგრამაში წინა პროექტების გამარჯვებულებიც ჩაერთვებიან. ძველ გუნდებს ახალი წევრები შეუერთდებიან და ერთად იდეების განვითარებაზე იმუშავებენ.
კვირეულის განმავლობაში მონაწილეები რეალურ პრობლემებზე იმუშავებენ და 10–12 ტექნოლოგიურ პროტოტიპს შექმნიან.
ასაკი:14+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/B8C5ig
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 4 ნოემბერი