პროგრამები

მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი

მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი

ახმეტის ტექნოპარკში მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი იწყება!

მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი


7 დღიანი პროექტი ახმეტის ტექნოპარკში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მწვანე ტექნოლოგიებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და ბიზნესის საფუძვლებს, ჩაერთვებიან ლექციებში, პრაქტიკულ დავალებებში, ჯგუფურ მუშაობასა და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მწვანე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესისა და ცნობიერების გაზრდა, ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ასევე იდეების გენერირების, გუნდური მუშაობისა და პროტოტიპების შექმნის უნარების გაძლიერება.

პროგრამის ბოლოს მონაწილეები გუნდურად შექმნიან ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებს.

ასაკი: 14+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/q0jPVM

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი

მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი

Book program