პროგრამები

Makeblock Ultimate 2.0 და LEGO SPIKE-ის ტრენინგი

Makeblock Ultimate 2.0 და LEGO SPIKE-ის ტრენინგი

Makeblock Ultimate 2.0 და LEGO SPIKE-ის ტრენინგ/ვორქშოფი ახმეტის ტექნოპარკში!

Makeblock Ultimate 2.0 და LEGO SPIKE-ის ტრენინგი


გაინტერესებს რობოტიკა, პროგრამირება და ტექნოლოგიებთან პრაქტიკული მუშაობა? 

ახმეტის ტექნოპარკში იწყება ტრენინგ/ვორქშოფი, სადაც მონაწილეები იმუშავებენ Makeblock Ultimate 2.0-სა და LEGO SPIKE-ზე და რეალურ პროექტებს შექმნიან.


ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან:

  • რობოტების აწყობას და სხვადასხვა კომპონენტის გამოყენებას
  • სენსორების, ძრავებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპებს
  • ბლოკური პროგრამირების საფუძვლებს
  • რობოტის მართვასა და დაპროგრამებას
  • ავტომატური მოქმედებებისა და ლოგიკის შექმნას
  • პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას გუნდურად


ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღონ, არამედ საკუთარი ხელით ააწყონ, მართონ და დაპროგრამონ რობოტები, როგორც Makeblock Ultimate 2.0-ზე, ისე LEGO SPIKE-ზე. ეს ტრენინგი იდეალურია სკოლის მოსწავლეებისთვის და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პრაქტიკულად გაეცნოს რობოტიკასა და პროგრამირებას.


ასაკი: 10+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/LGDFHR

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მარტი

Makeblock Ultimate 2.0 და LEGO SPIKE-ის ტრენინგი

Book program