პროგრამები

littleBits-ის ვორქშოფები

littleBits-ის ვორქშოფები

ოზურგეთის ტექნოპარკში littleBits-ის ვორქშოფები იწყება!

littleBits-ის ვორქშოფები


littleBits-ზე დაფუძნებული STEM საგანმანათლებლო პროგრამა, წარმოადგენს პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც 8-11 წლის მოსწავლეები ელექტრონული მოდულების გამოყენებით იძენენ საბაზისო ცოდნას ელექტრონიკასა და ტექნოლოგიებში.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები სპეციალური მოდულური ბლოკების გამოყენებით ქმნიან რეალურ ელექტრონულ მოწყობილობებს და ამ პროცესში სწავლობენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ვორქშოპზე მონაწილეები აწყობენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, მათ შორის:

  • განათების სისტემებს
  • სიგნალიზაციებს
  • მექანიკურ კონსტრუქციებს
  • ავტომატიზებულ მოწყობილობებს
  • ინტერაქტიულ პროექტებს.

littleBits გამოირჩევა პრაქტიკული და ინტერაქტიული სწავლების მეთოდით, სრულიად უსაფრთხო მასალებით და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომით.

პროგრამის თითოეული ჯგუფში მაქსიმუმ 12 მონაწილისგან შედგება. თითო ვორქშოფის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს, ხოლო პროგრამა მოიცავს 2 შეხვედრას და მიმდინარეობს პრაქტიკული, ჰენდს-ონ ფორმატით.


ასაკი: 8-11

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/NdBRCk

რეგისტრაცია გრძელდება 20 ივნისის ჩათვლით

 

littleBits-ის ვორქშოფები

Book program