ზუგდიდის ტექნოპარკში 10-13 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის Little 3D Makers ვორქშოფი იწყება!
თუ შენი შვილი 10–13 წლისაა და უყვარს ხატვა, ფანტაზია და ახალი ტექნოლოგიები — ეს ვორქშოპი მისთვისაა!
ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები:
🖌 დახატავენ საკუთარ პერსონაჟს ან უნიკალურ ნივთს
🤖 Tripo-ს დახმარებით გადააქცევენ მას 3D მოდელად
🖨 დაბეჭდავენ საკუთარ შექმნილ ფიგურას 3D პრინტერზე და სახლში წაიღებენ საკუთარ ნამუშევარს
ეს არის კრეატიული და ტექნოლოგიური გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ხელოვნებასა და ინოვაციას.
ბავშვები გაეცნობიან 3D მოდელირების საფუძვლებს, ისწავლიან იდეის ციფრულ ფორმატში გადატანას და ნახავენ, როგორ იქცევა მათი ფანტაზია რეალურ, ხელშესახებ ობიექტად.
ვორქშოფი ხელს უწყობს:
• კრეატიული აზროვნების განვითარებას
• ტექნოლოგიური უნარების გაღრმავებას
• საკუთარი იდეების რეალიზებას
ასაკი: 10-13
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/LUDFAt
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 მარტი