ოზურგეთის ტექნოპარკში მიმდინარეობს რეგისტრაცია პროექტზე LevelUp Guria - ხელოვნური ინტელექტი და პრომპტ ინჟინერია.
ხელოვნური ინტელექტი დღეს ბევრ სფეროში გამოიყენება, თუმცა კარგი შედეგი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვაძლევთ დავალებას.
LevelUp Guria-ს სემინარზე გაიგებთ, როგორ შექმნათ ეფექტური Prompt-ები და როგორ გამოიყენოთ AI სწავლაში, კონტენტის შექმნასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.
სემინარი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სადაც საკუთარ Prompt-ებსაც შექმნით.
პროექტი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეწარმეებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ასაკი: 14+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/CxBRE7