ოზურგეთის ტექნოპარკში იწყება რობოტების პროგრამირების ტრენინგი!
LEGO SPIKE-ის ბაზაზე შექმნილი ტრენინგი წარმოადგენს პრაქტიკულ სასწავლო პროცესს, სადაც მონაწილეები ქმნიან და აპროგრამირებენ რობოტებს.
პროგრამის ფარგლებში ისინი ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, კოდირების უნარებს და საინჟინრო ხედვას, ინტერაქტიული ამოცანებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით.
ასაკი: 12+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/OnBRAt
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი