საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით 2026 წლის აგვისტოს თვეში ჩატარდება ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის.
ბანაკი განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურისა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისათვის, როგორც საქართველოდან, ასევე მეგობარი (SG 1.1) ქვეყნებიდან. საქართველოდან შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი: საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, სასწავლო მასალები, ხოლო საერთაშორისო მონაწილეებს დაუფინანსდებათ ყველა ხარჯი, გარდა ავიაბილეთებისა.
ბანაკის 5 დღიანი ინტენსიური და საინტერესო სესიების ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და განივითარონ შესაძლებლობები შემდეგი მიმართულებით:
ბანაკის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები. განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/joC2A9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: bootcamps@gita.gov.ge