2018 წლიდან ჯეოლაბი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს Gita-ს მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ახორიციელებს ახალი ტექნოლოგიების სწავლების პროგრამას.
2018 წლიდან ჯეოლაბი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს Gita-ს მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ახორიციელებს ახალი ტექნოლოგიების სწავლების პროგრამას, რომლიც ფარგლებში ჩატარდა 6 კურსი:
● Back end და Front end პროგრამირება
● გრაფიკული დიზაინი (საბაზისო კურსი)
● Front end web development
● UI/UX დიზაინი
● ჯეოლაბ ჯუნიორი - ( ფრონტ -ენდ დეველოპმენტში და პროგრამირების საწყისებში სკოლის მოსწავლეებისთვის )
● გრაფიკული დიზაინის (სრულად დისტანციური საბაზისო კურსი)
ასევე ერთი სრულად დისტანციური კურსი IT Step academy -სთან ერთად სოციალურ მედია მენეჯმენტსა და ქოფირაითინგში, და ჰიბრიდული კურსი ინოვაციურ მეწარმეობაში - "როგორ შევქმნათ სტარტაპი " რომლის ბენეფიციარებიც რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები გახლდნენ და რომელმაც ასევე ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
შედეგად საგანმანათლებლო პროგრამები დიდი ინტერესით სარგებლობს რასაც დარეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობაც მოწმობს. საკმაოდ დიდი კონკურსია და პროექტის ფარგლებში:
1. კურსებზე დარეგისტრირებული იყო 3500-ზე მეტი მსურველი
2. სასწავლო პროცესი დაიწყო 1200 - მდე მონაწილემ
3. კურსები წარმატებით დაასრულა, ფინალური პროექტი მოამზადა და სერთიფიკადი მიიღო - 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა.
4. მათი დაახლოებით 15% არის დასაქმებული