პროგრამები

IT ტრენინგები

IT ტრენინგები

  Tbilisi

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია საინფორმაციო საზოგადოებისთის პროექტების ფორმირება და სახელმწიფო პროგრამების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაკოორდინირება და ყველა სფეროში ინოვაციების შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება.

IT ტრენინგები

აღნიშნული მიზნის მისაღწევად სააგენტო ახორციელებს ტრენინგებს IT დისტანციური მხარდაჭერის, VOIP, Front-End, Java, Python, PHP, Android, iOS პროგრამირების, IT პროექტების და მათი ხარისხის მართვის, ასევე კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. 

ჩამოთვლილი მიმართულებები შერჩეულია სხვადასხვა კვლევისა და მომხმარებელთა გამოკითხვის შემდეგ.

სააგენტოს ორგანიზებით იქმნება პორტალი, სადაც განთავსდება როგორც ვებინარები, ისე ონლაინ ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის მიღებას საქართველოს ნებისმიერ წერტილიში სახლიდან გაუსვლელად.

IT სპეციალისტების მოსამზადებელი პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს IT მიმართულებით განათლების დონის ამაღლებას და ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შეძლონ კონკრეტული მიმართულებით დასაქმება და პროექტების შესრულება.



სულ გადამზადდა 191 ტრენერი და 2500-მდე ადამიანი. 

IT ტრენინგები

Book program