პროგრამები

ინოვაციური ბანაკი

ინოვაციური ბანაკი

  Tbilisi

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ გახდეს საქართველო რეგიონში ერთ ერთი საუკეთესო ადგილი სტარტაპის დასაარსებლად. სწორედ ამიტომ საქართველოს ქალაქებსა და კუთხეებში ჩატარდება სტარტაპ ბანაკები (Startup Boot Camp)

ინოვაციური ბანაკი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ გახდეს საქართველო რეგიონში ერთ ერთი საუკეთესო ადგილი სტარტაპის დასაარსებლად. სწორედ ამიტომ საქართველოს ქალაქებსა და კუთხეებში ჩატარდება სტარტაპ ბანაკები (Startup Boot Camp), რომელთა მთავარი მიზანიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეებმა შექმნან სამეროვანი გუნდი, შეძლონ ერთად მუშაობა, იპოვონ საერთო ძალებით გადაწყვეტილებები, იმუშაონ დასახული ამოცანების გარშემო, შექმნან ახალი სტარტაპები და ასევე აღმოვაჩინოთ ფარული ინოვატორები მათი იდეების ბიზნესად ქცევის მიზნით საქართველოში. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას და ადგილობრივ, დამწყებ მეწარეებს საშუალებას მისცემს მარტივად მოიკიდონ ფეხი საერთაშორისო ასპარეზზე (ბაზარზე). 


ბანაკს ექნება 3 მიმართულება: ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო.

ლოკალური ბანაკის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქართველი მეწარმეების (entrepreneurs) ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდებასა და პარტნიორებთან წარმატებულ კომუნიკაციაში.

საერთაშორისო ბანაკის მიზანია საქართველოს შესახებ ცნობადონის ამაღლება მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის პოზიციონირება რეგიონულ ჰაბად ინოვაციების მიმართულებით.

რეგიონული ბანაკის მიზანია მეზობელი ქვეყნების ჩართულობის ამაღლება საერთო პროექტების ინიცირების მიზნით და ასევე საქართველოს პოზიციონირება, როგორც ლიდერი მეზობელ ქვეყნებს შორის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში.

ბანაკის განხოერციელების პირველი ეტაპი პორტალის სრულყოფილად ჩამოყალიბებას მოიცავს, რომლის შემდეგაც გვექნება საშუალება გავავრცელოთ დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. შესაძლებელია ლოკალური ბანაკის ნოემბრის თვის ბოლოს ჩატარება, ინფორმაციის გავრცელება და რეგისტრაცია კი მეილების საშუალებით მოვახდინოთ. მონაწილეობის მსურველები კი საჭირო ინფორმაციას სპეციალურ სარეგისტრაციო ბმულზე შეავსებენ, რისი მეშვეობითაც ამოვარჩევთ კონკურსანტებს. რაც შეეხება რეგიონულ და საერთაშორისო ბანაკებს პორტალის შექმნის შემდეგ დავუკავშირდებით ჩვენს მსგავს სააგენტოებსა თუ ორგანიზაციებს და ასევე მათი დახმარებით გავავრცელებთ ინფორმაციას პორტალისა და პროექტის შესახებ.

ინოვაციური ბანაკი

Book program