პროგრამები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგვისტო-სექტემბერში ორ ნაკადად (პირველი ნაკადი: 6-13 აგვისტო; მეორე ნაკადი: 31 აგვისტო - 7 სექტემბერი) ქალაქ ბათუმში ჩაატარებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს მოსწავლეებისთვის.

მიზნები

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგვისტო-სექტემბერში ორ ნაკადად (პირველი ნაკადი: 6-13 აგვისტო; მეორე ნაკადი: 31 აგვისტო - 7 სექტემბერი) ქალაქ ბათუმში ჩაატარებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს მოსწავლეებისთვის.

🔴 ბანაკი განკუთვნილია X-XII კლასების მოსწავლეებისთვის. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 75 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მათ სრულად დაუფინანსდებათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, სასწავლო მასალები და სხვ.)

⏹ ბანაკის მიზანია მოსწავლეებში STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) დარგების პოპულარიზაცია.

⏹ ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

▶ მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, დრონებზე, სამოქალაქო ინჟინერიაზე, დიზაინზე, ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;

▶ იმუშავებენ არდუინოს, რობოტებისა და დრონების პროგრამირებაზე;

▶გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს;

▶ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;

▶ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

❓ ვინ მასწავლის?

▶ ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

▶ ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;

▶ სანდრო ასათიანი, პროფესორი, ილიაუნის კიბერლაბორატორია „უნილაბის“ დირექტორი;

▶ ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;

▶ ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი;

▶ ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი;

▶ დავით ჩეჩელაშვილი, ტექანტერპრენერი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი;

▶ გია ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით;

▶ ელენე ჟურავლიოვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ასოცირებული პროფესორი;

▶ თინი მამუჩაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Zoomout-ის მენეჯერი.

📅 ბანაკი ჩატარდება ორ ნაკადად.

▶ პირველი ნაკადი: 6 - 13 აგვისტო, 2022

▶ მეორე ნაკადი: 31 აგვისტო - 7 სექტემბერი, 2022

სარეგისტრაციო ფორმაში აპლიკანტს შეუძლია შემოთავაზებული ვერსიებიდან აირჩიოს ბანაკში მონაწილეობის სასურველი თარიღი.

🔗 თუ ხარ X-XII კლასების მოსწავლე და გაქვს ბანაკში მონაწილეობის სურვილი, 26 ივლისის ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/dvPwDyLPQa9VEEMS6

რეგისტრაციისას შემოთავაზებული თარიღებიდან მიუთითე ბანაკში მონაწილეობის სასურველი თარიღი.

📆 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ივლისი, 23:59 საათი

მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📩 ელფოსტა: fablab@iliauni.edu.ge

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

#iliauni

#იდეაქმნისმომავალს

#edtechiliauni See less

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის

Book program