პროგრამები

გრაფიკული დიზაინის კურსი საქართველოს რეგიონებში

გრაფიკული დიზაინის კურსი საქართველოს რეგიონებში

  საქართველოს რეგიონები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ჯიტა) და ჯეოლაბის ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს 10 რეგიონში, რიგით მე-4 კურსი ჩატარდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

გრაფიკული დიზაინის კურსი საქართველოს რეგიონებში

მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კურსი დაიგეგმა და ჩატარდა მთლიანად დისტანციურად. ხოლო, სასწავლო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვე.

რეგისტრაციის პერიოდში გამოიკვეთა დიდი ინტერესი აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა მსურველთა სიმრავლით. შესაბამისად, მიღება მოხდა კონკურსის წესით, სადაც მონაწილეებს დაეგზავნათ ძალიან მარტივი დავალება, თავისი ვიდეო ახსნით და პროგრამების საინსტალაციოებით. მიღებული დავალებების მიხედვით მოხდა ნამუშევრების გადარჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება, შესაბამისი რეგიონის მიხედვით.

გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი კარგი ნამუშევარი იყო თბილისში გაკეთდა მეორე ტური მხოლოდ თბილისისთვის გადარჩეულ კანდიდატებში. მეორე ტურის შედეგებით დაკომპლექტდა თბილისის ჯგუფი. ასევე, შევავსეთ ის რეგიონებიც სადაც ადგილები იყო დარჩენილი.

ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ ინდივიდუალურად გავესაუბრეთ სტუდენტებს, რომლებიც გადავანაწილეთ რეგიონებში და შევუთანხმდით საგაკვეთილო ცხრილთან დაკავშირებით. კურსის სრულფასოვანი გავლისთვის მოხდა მოსწავლეთა გადაჯგუფება მათთვის მისაღები გრაფიკით.

თითოეულ მოსწავლეს დაუმზადდა ჯეოლაბის მეილები, რომელზეც ავტომატურად ეგზავნებოდათ ლექციების ლინკი. ასევე, რეგიონების მიხედვით გაკეთდა Facebook ჯგუფები, რომელსაც ვიყენებდით საკომუნიკაციოდ, მაგ: პროგრამების დაინსტალირებასთან დაკავშირებით, ჩვენი ტექნიკური მენეჯერები ეხმარებოდნენ მათ საჭიროებისამებრ, დავალებების განხილვა და გაზიარება და ა.შ. ასევე, ლექციის დაწყებამდე, შეხსენების


მიზნით Facebook ჯგუფში იპოსტებოდა შეხვედრის ლინკი. სტუდენტის ლექციაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში ხდებოდა მასთან უშუალო დაკავშირება, რის შემდეგაც ან ესწრებოდა ლექციას, ან დგინდებოდა საპატიო მიზეზი, რის გამოც უწევდა ლექციის გაცდენა.

კურსის მსვლელობისას გამოიკვეთა ოთხი დამაბრკოლებელი მიზეზი რის გამოც სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა ვეღარ ახერხებდა კურსის გავლას.

1. საცხოვრებელი ადგილმდებარეობა;

 

2. ინტერნეტის არ ქონა;

 

3. კომპიუტერის არ ქონა;

 

4. ტექნოპარკის არ არსებობა, ან მისგან შორს ცხოვრება;

 


მოკლედ აღვწერ თითოეული რეგიონის მიხედვით სად, რა პრობლემას გადავაწყდით.

 


- 27 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც მთლიან სასწავლო პროცეში ბოლომდე იყვნენ ჩართულები. თუმცა, 3-მა მოსწავლემ დროის სიმცირის და ასევე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლეს ფინალური პროექტის შესრულება.

საბოლოო რაოდენობა - 24

 

- 27 (24 კასპი, 3 თბილისი) მონაწილედან პერიოდულად გვეთიშებოდნენ: სამსახურეობრივი გრაფიკის ცვლილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, კურსებზე არ დასწრების, დავალებების არ შესრულების და ფინალური პროექტის გაკეთების პერიოდში აბიტურიენტობის გამო. ასევე, იყვნენ წინა კურსდამთავრებულებიც, რომელთაც სერტიფიკატზე უარი თქვეს და აღარ გააკეთეს ფინალური პროექტი. 7-მა მოსწავლემ, რომლებმაც სრულად გაიარეს კურსი, დროის არ ქონის გამო ფინალური პროექტი ვეღარ გააკეთეს.


საბოლოო რაოდენობა დარჩა - 14 (12 კასპი, 2 გორი)

 

- 25 (15 აჭარა,10 თბილსი) ერთი სტუდენტი გამოგვეთიშა თავისი სურვილით, რადგან ვეღარ ახერხებდა და მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ იყო ჩართული სალექციო პროცესში. 5-მა მოსწავლემ დროის სიმცირის გამო ვეღარ შეძლო ფინალური პროექტის გაკეთება.

საბოლოო რაოდენობა - 18 (12 ბათუმი, 6 თბილისი)

 

 

- 26 (მთლიანად ზუგდიდელებით იყო დაკომპლექტებული) 4 სტუდენტს ლეპტოპის პრობლემეები შეექმნათ და გამოგვეთიშენ, 5 სამსახურის, დროის დეფიციტის გამო ვერ ახერხებდა გაგრძელებას, 1-ს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, 2-ს ოჯახური პრობლემების გამო მოუწიათ გამოთიშვა. 4-მა მოსწავლემ დროის სიმცირის გამო ვეღარ გააკეთა ფინალური პროექტი.

საბოლოო რაოდენობა - 10 (ადგილობრივი იყო ყველა)

 

- 28 (27 იმერეთი, 1 თბილისი) 2 სტუდენტს ლეპტოპის პრობლემა შეექმნა, 3-ს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, მთიან სოფელში ცხოვრობდა დენის პრობლემაც ჰქონდათ, მესტიაში იყო და ინტერნეტი არ მიეწოდებოდა. 4 მოსწავლე დროის დეფიციტის გამო გამოეთიშა. 4-მა მოსწავლემ ვერ შეძლო ფინალური პროექტის გაკეთება.

საბოლოო რაოდენობა - 15 ( ყველა ადგილობრივი იყო)

 


- 28 (18 ახმეტა, 10 თბილისი - მცხეთა, სურამი, ახალციხე) 1-ს გავლილი ჰქონდა, სხვა კურსი ეგონა და გაგვეთიშა, 2-ს კომპიუტერის პრობლემა ჰქონდა, ახმეტიდან შორს


ცხოვრობდა თან, 5-ს ნაწილს დროის პრობლემა ჰქონდა და ვეღარ გააგრძელეს. 4-მა ვეღარ მოახერხე ფინალური პრეზენტაციის გაკეთება.

საბოლოოდ რაოდენობა - 16 (9 ახმეტა, 7 თბილისი)

 

- 27 (14 რუხი, 2 ახმეტა, 1 ოზურგეთი, 10 თბილისი) 3 დროის გამო სხვა რეგიონში გადავანაწილეთ, 2-ს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, 4-ს საერთოდ ვერ ვუკავშირდებოდით ვერც მე და ვერც ადგილობრივი მენეჯერი, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე იყვნენ და სხვა ნომრები ჰქონდათ. 2 გამოგვეთიშა დროის უკმარისობის გამო, 5-მა ვეღარ გააკეთა ფინალური დროის არ ქონის გამო.

საბოლოო რაოდენობა - 11 (4 რუხი, 7თბილისი)

 

- 24 (11კახეთი, 10 რუსთავი, 2 საგარეჯო, 1 ახალციხე) იყო ინტერნეტის პრობლემები, დროის არ ქონა, ზოგს დაუსწრებლად უნდოდა. □სევე კომპიუტერის პრობლემები, რომელიც რუსთავიდან იყო. 3-მა ფინალური ვეღარ გააკეთა დროის სიმცირის გამო.

საბოლოო რაოდენობა - 10 (4 თელავი, 6 თბილისი, 4 რუსთავი, 2 საგარეჯო)

 

- 26 (8 ოზურგეთი, ჩხოროწყუ, ზესტაფონი, რუსთავი და 15 თბილისი) 3-ს კომპიუტერის პრობლემა ჰქონდა, 3-ს დროის სიმცირის გამო - გაუთვალისწინებელი მიზეზით და ვერ ესწრებოდა ლექციებს. 6-მა ვეღარ შეძლო ფინალური პროექტის წარდგენა.

საბოლოო რაოდენობა - 14 (4 ოზურგეთი, 10 თბილისი)

 

- 25 (ტყიბული, რუსთავი და დანარჩენი 23 თბილისი) რეგიონის მენეჯერთან კომუნიკაციით ადგილობრივ ბავშვებში გამოიკვეთა მონაწილების დიდი სურვილი, თუმცა ინტერნეტის პრობლემის გამო მაინც ვერ მოხერხდა მათი პროექტში ჩართვა. აღნიშნული 25 ადამიანიდან 1-ს ჰქონდა დროის შეუთავსებლობა და გადავიყვანეთ სხვა რეგიონში თუმცა იქაც აღარ გააგრძელა სწავლა. დანარჩენმა 10-მა უკვე ფინალური პროექტის გაკეთება ვეღარ შეძლო დროის უკმარისობის გამო.


საბოლოო რადოენობა - 14 (1 რუსთავი, 13 თბილისი)

 

კურსის დასრულების შემდეგ ჩავატარეთ პატარა გამოკითხვა სტუდენტის კმაყოფილების დასადგენად, სადაც გვინდოდა გამოგვევლინა ის ხარვეზები და საჭიროებები რაც სტუდენტებს დააკლდათ სასწავლო პროცესში.

 

 

თბილისის ჯგუფში თავად ლექტორის ინიციატივით მოხდა ამ გამოკითხვის ჩატარება და განსხვავებული ფორმატისაა, თუმცა ზოგადი სურათი კურსის მიმართ კმაყოფილების დასადგენად საკმარისია. დავურთავ თითოეული გამოკითხვის ლინკს, რათა თავად ნახოთ მიღებული შედეგები.

 

თბილისი https://docs.google.com/forms/d/1TtZeoG_gtjuZ570UQDQl75TicmWZnKtzWiqQDdehWJM/edit?ts=5f44d 58a

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1m3unQHbeiYN6jnWaqNswn1BZTypvMakfE4 1moDY5zMA/edit#gid=180379074

 

კასპი

https://docs.google.com/forms/d/1ZxJu33vXAZ8-iaAwnSsKFS87HZm8fFTFb8TJGbUjAmI/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1Uaxn6d65umtqkNShaL3BGa06ooIJcdrbWah QyCOjFsM/edit#gid=1585857554

 

ბათუმი

https://docs.google.com/forms/d/1HxHdplik1T0yA2pg5Qgc0McMYv2utww8q_GQwpGoMeo/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1G4vILevCAqB0TKGuphZINUuM5Sc39NmDy- te3NWX8zM/edit#gid=570189036

 

ზუგდიდი

https://docs.google.com/forms/d/1sKzRQnXdbfT0rGgptRPcebyC8H5uri8l3aQKooW2ZO8/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1CQedZ0g2KUeFSICMWBZSw4zmAI_4IQTEn SX9wo1s6x8/edit#gid=191173615


 

ქუთაისი

https://docs.google.com/forms/d/1UK-I80tRX49Umx2w5E0VcY_qn-SMDWiVMEPYOr6p388/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1bwZiCbqbQYTnlZ05i1b7HkNK41c2T9UHH7N ON9qdrAA/edit#gid=2059665658

 

ახმეტა

https://docs.google.com/forms/d/15eHwgQkMmnCTHSgonbue0D3frH7QMLS0psHOTE_zsYM/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1nKDffGRNL-mp6amFj1iS6cnskTdAVnmWFq DrLF0SEIc/edit#gid=1212280526

 

რუხი

https://docs.google.com/forms/d/1chvpPVD6sOY6On75tDCFbc20AB1Wf8pfvk0_F1Aj_Ts/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1nhr54etNMkjUPB7JGtOjJudtKHnMplpsxRS_X ftXiD8/edit#gid=1499134347

 

თელავი

https://docs.google.com/forms/d/1ibWg-y9WfbnFMpFdB50x_NWy_XR0F6tBaM8zdfFHJag/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1VA9A1fqqSbDiSq8CjUiCcWGseGIvq7Asgn6v GIVcOC4/edit#gid=555394755

 

ოზურგეთი

https://docs.google.com/forms/d/11ka5QzDMUkx5xAahImzHIBOIFFoZIxrygbnuBP5TYe0/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/10fPdBLJphkWK-71xwHfuYpyykjxWuYFI0pC8 4eY4-dk/edit#gid=1637700060

 

ამბროლაური

https://docs.google.com/forms/d/1rI0v2oGLi7jD9_BRRoRRaIbYec3YviGcqG-T3Ne_wqU/edit

 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1L4fnEiVBwM3kw3K2qZpFhx5FobDjF7Y_YUJ Up7dmF6o/edit#gid=1716595771


საბოლოო შედეგი ასეთია, თავიდან 263 მოსწავლე ჩაერთო პროექტში, აქედან,

188-200-მდე ადამიანმა კურსი სრულად გაიარა. ხოლო, 146-მა მოსწავლემ გააკეთა ფინალური ნამუშევარი და მიიღო სერტიფიკატი.

გრაფიკული დიზაინის კურსი საქართველოს რეგიონებში

Book program