ღვინის ინკუბატორი 2026
პროგრამა აერთიანებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა დაეხმაროს მეწარმეებს, ინოვატორებსა და სტარტაპებს ღვინის ინდუსტრიისთვის მასშტაბირებადი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნაში.
პროგრამის სტრუქტურა
ინკუბატორი ოთხი ეტაპისგან შედგება:
- ინოვაციური მზაობის შეფასება (Innovation Readiness Assessment) – ღვინის ინდუსტრიაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება ღვინის მწარმოებლებთან და დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
- ონლაინ მასტერკლასები (Online Masterclasses) – სამდღიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.
- WINOTHON ჰაკათონი – 48-საათიანი ინოვაციური მარათონი, რომლის ფარგლებში შერჩეული გუნდები ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ.
- მენტორინგისა და ვალიდაციის პროგრამა (Mentorship & Validation Programme) – ექვსკვირიანი ინკუბაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს:
o 4-კვირიან ონლაინ ინკუბაციასა და მენტორინგს, რომლის განმავლობაში გუნდები მენტორებისა და პარტნიორი ღვინის მწარმოებლების მხარდაჭერით დახვეწენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.
o 2-კვირიან (10 კალენდარული დღის) ფიზიკურ ინკუბაციას კახეთში, სადაც მონაწილეები პარტნიორ მარნებთან ერთად რეალურ გარემოში შეამოწმებენ, დაავალიდირებენ და საპილოტე რეჟიმში დანერგავენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- სტარტაპებს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიისთვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ავითარებენ;
- 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინოვაციებით, ტექნოლოგიებითა და მეწარმეობით;
- როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს.
სამუშაო ენა: ინგლისური
რას მიიღებენ მონაწილეები?
- პროგრამაში მონაწილე სტარტაპები და გუნდები მიიღებენ:
- წვდომას სპეციალურად მომზადებულ ინდუსტრიულ მონაცემებსა და Wine Incubator Challenge Book-ზე;
- საერთაშორისო ღვინის ექსპერტების, ტექნოლოგიების სპეციალისტებისა და ბიზნესმენტორების მხარდაჭერას;
- პარტნიორ ღვინის მწარმოებლებთან უშუალო თანამშრომლობის შესაძლებლობას პროგრამის განმავლობაში;
- რეალურ საწარმოო გარემოში პროტოტიპების შექმნის, ვალიდაციისა და ტესტირების შესაძლებლობას;
- კახეთში, პარტნიორ მარნებთან ერთად, ორკვირიან საპილოტე დანერგვის ეტაპში მონაწილეობას;
- Demo Day-ზე ინვესტორების, ინდუსტრიის ლიდერებისა და საერთაშორისო ექსპერტების წინაშე საკუთარი პროექტის წარდგენის შესაძლებლობას;
- წარმატებული საპილოტე პროექტების შემთხვევაში, პარტნიორ ღვინის მწარმოებლებთან კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობას.
რეგისტრაცია დაიწყება: 2026 წლის აგვისტოს ბოლოს.
პროგრამის კალენდარი
- აგვისტო – სექტემბერი: ღვინის მწარმოებლებთან ინოვაციური მზაობის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზების მომზადება, მარკეტინგული კამპანია და მონაწილეთა რეგისტრაცია.
- ოქტომბრის დასაწყისი: სამდღიანი ონლაინ მასტერკლასები და შემდგომ WINOTHON – 48-საათიანი ჰაკათონი.
- ოქტომბრის შუა რიცხვები – ნოემბრის შუა რიცხვები: ოთხკვირიანი ონლაინ ინკუბაციისა და მენტორინგის პროგრამა.
- ნოემბრის შუა რიცხვები – ნოემბრის ბოლო: ორკვირიანი საველე ვალიდაცია და საპილოტე დანერგვა კახეთში, სადაც გუნდები პარტნიორ ღვინის მწარმოებლებთან ერთად საკუთარ გადაწყვეტილებებს რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდიან.
- ნოემბრის ბოლო: Demo Day, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინვესტორები, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მედია და საერთაშორისო ექსპერტები.