ზუგდიდის ტექნოპარკში ელექტრონიკის ვორქშოპები იწყება!
პრაქტიკული და ინტერაქტიული ვორქშოპის განმავლობაში ბავშვები თამაშითა და ექსპერიმენტებით ელექტრონიკის ჯადოსნურ სამყაროს აღმოაჩენენ, პრაქტიკული დავალებების საშუალებით ისწავლიან სქემების აწყობას, კომპონენტების დაკავშირებასა და მარტივი ელექტრონული მოწყობილობების შექმნას.
ვორქშოპის მიზანია ბავშვებში ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივება, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და მათთვის ელექტრონიკის პირველი გამოცდილების შექმნა.
ასაკი: 9-12
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/XJCZlC