ზუგდიდის ტექნოპარკში 13-15 წლის მოსწავლეებისთვის ელექტრონიკის კურსი იწყება!
5 დღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ელექტრონიკისა და მიკროკონტროლერების საფუძვლებს შეისწავლიან და პრაქტიკულად იმუშავებენ Arduino-სა და ESP32-ის გამოყენებით.
კურსზე გაეცნობიან ელექტრონულ კომპონენტებს, სქემებსა და სენსორებს, ისწავლიან Arduino IDE-სა და პროგრამირების საფუძვლებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ დავალებებსა და ექსპერიმენტებში გამოიყენებენ.
პროგრამის ბოლოს კი მიღებულ ცოდნას მინი-პროექტების შესაქმნელად გამოიყენებენ.
ასაკი: 13-15 წელი
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/JrCZQo