ახმეტის ტექნოპარკი 2026 წლის 2 აპრილიდან აგრძელებს პროექტს “ჩემი სკოლა ტექნოპარკში”, რომელიც წლის განმავლობაში სკოლებს სთავაზობს სამუშაო სივრცეს, ტექნოლოგიური სემინარებისა და ვორქშოფების ჩასატარებლად.
ეს არის შესაძლებლობა, სადაც მოსწავლეები რეალურად ეცნობიან ტექნოლოგიების სამყაროს და ხედავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე ინოვაციები პრაქტიკაში.
მონაწილეები გაეცნობიან ახმეტის ტექნოპარკის სამრეწველო ლაბორატორიას, ფაბლაბს, და მის შესაძლებლობებს, ასევე ტექნოლოგიების როლს სასწავლო პროცესში.
შეხვედრების ფარგლებში ისინი გაესაუბრებიან წარმატებულ ახალგაზრდებს და მიიღებენ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებზე.
სკოლებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ დაგვიკავშირდნენ სემინარის თემის შესარჩევად და შეხვედრის დასაგეგმად.
სივრცისა და სემინარის დაჯავშნა შესაძლებელია მინიმუმ ერთი კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე:
chapurishvili@gita.gov.ge
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/inBRbP