ახმეტის ტექნოპარკი იწყებს ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებში წლის განმავლობაში სკოლებს სთავაზობს სამუშაო სივრცეს ტექნოლოგიური სემინარებისა და ვორქშოფების ჩასატარებლად
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოპარკის სამრეწველო ლაბორატორიას — ფაბლაბს, ტექნოლოგიების როლს სასწავლო პროცესში.
შეხვედრები გაიმართება წარმატებულ ახალგაზრდებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მოსწავლეებს და მათ განვითარებისკენ მოტივაციას მისცემენ.
პროექტის მიზანია, მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დაინახონ მათი როლი სასწავლო პროცესში.
სემინარის დასაგეგმად და თემის შესარჩევად სკოლებმა უნდა მოგვწეროთ ერთი კვირით ადრე შემდეგ ელ.ფოსტაზე: chapurishvili@gita.gov.ge
მონაწილეთა რეგისტრაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/M3BnNo