მესტიაში ბიოტექნოლოგიების მასშტაბური ბანაკი გაიმართება!
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-6 სექტემბერს მესტია 15-17 წლის ახალგაზრდებს უმასპინძლებს.
ექვსი დღის განმავლობაში 100 მონაწილე გაეცნობა ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. პროგრამა ასევე მოიცავს ტრენინგებსა და ვორქშოპებს პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ.
მონაწილეები განივითარებენ სამეწარმეო, კრიტიკულ და ინოვაციურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარებს და მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება და იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ბანაკში მონაწილეობას მიიღებს სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეული მუნიციპალიტეტიდან 10 ახალგაზრდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 10 მონაწილე.
ასაკი: 15-17
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/5njPyK
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 აგვისტო