საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ArtEast–ArtWest დაიწყო.
აღნიშნული პროცესი საქართველოს მასშტაბით ტალანტების აღმოჩენას, განვითარებას და შემოქმედებით პროცესში ჩართვას ემსახურება და აერთიანებს ქართულ მითოლოგიას, რეგიონულ კულტურულ მემკვიდრეობას, ციფრულ ხელოვნებასა და ანიმაციას.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა გამოვლინდნენ შემოქმედებითი ინტერესებისა და უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც ოთხკაციან გუნდებში იმუშავებენ და ადგილობრივ მითებზე, ლეგენდებზე, ისტორიულ მოვლენებსა და პერსონაჟებზე დაფუძნებულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს შექმნიან.
პროექტის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოს რეგიონული მითოლოგიისა და კულტურის საფუძველზე შექმნილი 13 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ეპიზოდი, რომლებიც გაერთიანდება ერთიან ეროვნულ ანიმაციურ ანთოლოგიაში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14 წლის და უფროსი ასაკის პირებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებულ პირებს. ანიმაციის შექმნის წინასწარი პროფესიული გამოცდილება სავალდებულო არ არის.
პროექტი ეძებს ოთხი ძირითადი მიმართულების წარმომადგენლებს.
პროექტი მოიცავს საქართველოს 13 ტერიტორიულ ერთეულს: თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აფხაზეთი.
შერჩეული მონაწილეები გაივლიან მინიმუმ 36-საათიან ჰიბრიდულ სასწავლო პროგრამას. სწავლება მოიცავს ანიმაციის საფუძვლებს, სცენარისტიკას, storytelling-ს, სტორიბორდის შექმნას, პერსონაჟის დიზაინს, ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებას, მუსიკისა და ხმის შექმნას, sound design-ს, ვიდეოსა და ანიმაციის ტექნიკურ წარმოებას, ციფრული და AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან გამოყენებას, პროექტის პრეზენტაციას.
პროექტის საბოლოო ანიმაციები წარმოდგენილი იქნება Demo Day-ზე და განთავსდება ერთიან ონლაინ არქივში;
ასაკი: 14+
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: apps.mygita.ge/zs/MhCZ3r
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აგვისტო