პროგრამები

 Archi Tech Park

Archi Tech Park

თუ გაინტერესებს არქიტექტურა, დიზაინი, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, Archi Tech Park შენთვისაა!

Archi Tech Park

7 დღის განმავლობაში გაეცნობი არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციებს, ისწავლი AI-ის გამოყენებას იდეების გენერაციასა და ვიზუალიზაციაში და იმუშავებ Smart Cities-ისა და ურბანული განვითარების რეალურ გამოწვევებზე.

გუნდთან ერთად შექმნი საკუთარ კონცეპტუალურ პროექტს, განივითარებ პრობლემების გადაჭრისა და პრეზენტაციის უნარებს და გაივლი გზას იდეიდან პროტოტიპამდე.

პროგრამა განკუთვნილია კახეთის რეგიონში მცხოვრები 14+ ასაკის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

შემოუერთდი Archi Tech Park-ს და შექმენი ქალაქები, სადაც ცხოვრება უკეთესია!

ასაკი: 14+

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/T8j8uq 


 Archi Tech Park

Book program