ზუგდიდის ტექნოპარკში 27–28 ოქტომბერს 2 დღიანი პრაქტიკული ტრენინგი ,,AI პროფესიული ორიენტაციისთვის" ჩატარდება.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან AI ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას პროფესიული განვითარებისთვის, შექმნიან საკუთარი უნარების რუკას, იმუშავებენ გუნდთან ერთად პრაქტიკულ დავალებებზე და საერთო პროექტებზე. ტრენინგის ბოლოს წარადგენენ საკუთარ იდეებს და განივითარებენ პრეზენტაციის უნარებს.
განკუთვნილია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://apps.mygita.ge/zs/VnC5L9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი