ზუგდიდის ტექნოპარკი აცხადებს რეგისტრაციას AI ინოვაციის კვირეულზე!
5 დღიანი პრაქტიკული პროგრამის ფარგლებში 50 მონაწილე გაეცნობა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, გამოცდის თანამედროვე ტექნოლოგიებს და საკუთარ იდეებზე იმუშავებს.
მონაწილეები ორი მიმართულებით გადანაწილდებიან:
AI Robotics Lab – ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის შესწავლა და ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა.
AI Product Lab – AI-ის გამოყენება ციფრული პროდუქტებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება, ტექნოლოგიური და ინოვაციური აზროვნების განვითარება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გაძლიერება.
ასაკი: 14-17
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://survey.zohopublic.com/zs/pWC2P2
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი