ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და ტაჯიკეთის ბიზნეს ინკუბატორს შორის
GITA - სა და ტაჯიკეთის ბიზნეს ინკუბატორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე ერთობლივი ინიაციატივებისა და პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება. მემორანდუმის გაფორმება მსოფლიო ბანკის ტაჯიკეთის ოფისის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.