ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, მხარეთა სტუდენტებისა და პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას სხვა საერთო ინტერესების ფარგლებში.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.