ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი თემატური სემინარები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა ინოვაციების შესახებ.