თელავის ტექნოპარკში, GITA - ს ორგანიზებით, Smart Stay ჰაკათონი გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი „Smart Stay 3.0“ მესამედ ჩატარდა.
ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი SupplAI, რომელსაც პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის სააგენტოსგან 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
ჰაკათონში მონაწილეობა 19 გუნდმა მიიღო, თელავის ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიასა და სამუშაო სივრცეში მონაწილეები 36 საათის განმავლობაში მუშაობდნენ სტუმარმასპინძლობისა და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნაზე.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კახეთის რეგიონში არსებული სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც რჩეულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს. გამარჯვებული პროექტების ავტორებმა სასტუმროებისგან შეთავაზება მიიღეს სამომავლო თანამშრომლობისა და ჰაკათონის დროს შექმნილი პროდუქტების გატესტვისა და პრაქტიკული დანერგვის შესახებ.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: Silk Hospitality, KA Group, ყვარლის ტბის რეზორტი, სასტუმრო „ეპიზოდი“, ჯინო ჰოლდინგი, სასტუმრო „ესკიზი“, ზუზუმბო რეზორტი & სპა და ჯეოსოფტი.
