ტექნოპარკში იტალიის ინოვაციების და კვლევის დღე აღინიშნა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, მეხუთედ გამოცხადდა კონკურსი “STEM Study Visit to Italy”. კონკურსის პარტნიორია  იტალიის საელჩო თბილისში, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC და ინოვაციური კომპანია INNOVAWAY.

შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 22 აპრილს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა იტალიის ინოვაციების და კვლევის დღე. ღონისძიების აღნიშვნა, ტრადიციულად, იტალიელი გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის (15 აპრილი) და ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი მეცნიერის რიტა ლევი-მონტალჩინის (22 აპრილი) საიუბილეო თარიღებს დაემთხვა.  

ღონისძიების ფარგლებში შედგა პროექტის “STEM Study Visit to Italy“-ის გამარვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლის იტალიის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციების ცენტრსა და საერთაშორისო აქსელერატორში.