სვანეთში GITA-ს საგრანტო პროგრამის „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სვანეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამას „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ორი გამარჯვებული ჰყავს - რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან Lawise და Influgen.
რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 18 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში და ჯამში 15 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.
