Plug and Play-მ აქსელერაციის მეორე წლის ნაკადისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის“ პროგრამის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Plug and Play-მ, აქსელერაციის მეორე წლის ნაკადისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

აქსელერაციის პროგრამა ერთწლიანია და სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

აქსელერაციის სრული ციკლი სამი ფაზისგან შედგება:

I ფაზა - ორთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შერჩეული სტარტაპები ინტენსიურ სწავლებასა და მენტორინგს გადიან.

II ფაზა - ოთხთვიანი პერიოდი, რომელიც მიმართულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნასა და დახვეწაზე. თითოეული სტარტაპი სააგენტოსგან 50,000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

III ფაზა - ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სტარტაპები შეიმუშავებენ გაყიდვების სტრატეგიას, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ბაზრებზე. თითოეული სტარტაპი სააგენტოსგან 150,000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური.

Plug and Play მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორია, რომელიც 2006 წელს აშშ-ში დაფუძნდა. დღეს ის 50-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი.

განაცხადის გასაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

https://www.plugandplaytechcenter.com/.../georgia...