პანელური დისკუსია და ვორქშოფი ტექნოპარკში
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და Unlimited-ის ორგანიზებით, ვორქშოფი და პანელური დისკუსია სახელწოდებით „Free Mind“ გაიმართა, რომელშიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა 100-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ, ტექნოლოგიური უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით Do IT სამთავრობო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სფეროს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებას, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები კარიერული განვითარების კუთხით.
