„მრგვალი მაგიდა - ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრა საქართველოსთვის“
სასტუმრო ,,რუმსმა“ ღონისძიებას „მრგვალი მაგიდა - ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრა საქართველოსთვის“ უმასპინძლა, რომელშიც GITA – ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს გადაწყვეტები და გონიერი ქალაქების კონცეფციები. მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ბიზნეს საზოგადოებაში, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობასა და საქართველოსთვის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრას. ღონისძიება გაიმართა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის საელჩოს, EBRD - ის, კომპანია ნეირონისა და NVIDIA - თან თანამშრომლობით.